ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 64 მლნ ლარამდე დაიხარჯება პირველადი ჯანდაცვის, ასევე რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წელს დამატებით 64 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. როგორც კაკაურიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული თანხა საჭიროა, როგორც პირველადი ჯანდაცვის ნაწილში, ისე რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის.

„კაპიტალურ ხარჯებში დაახლოებით 64 მილიონი ლარი გვაქვს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებითი ხარჯი, რაც საჭიროა როგორც პირველადი ჯანდაცვის ნაწილში, ისე რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის. ასევე სოფლის მეურნეობის ნაწილში გათვალისწინებულია 10 მილიონი , რომელიც უკვე დაწყებულია. ესაა ტექნიკის და სარწყავი სისტემები თანადაფინანსება. სუბსიდიების ნაწილში ძირითადად არის ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები. აქ არის საკრედიტო-საგარანტიო ფონდი 330 მილიონი ლარი, სასტუმროების თანადაფინანსება, მცირე გრანტები, სასტუმროების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა 115 მილიონი ლარის სუბსიდიით , მოქალაქეების საზღვარგარეთიდან გადმოყვანა და ასე შემდეგ,“-აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, 50.3 მილიარდი ლარი იქნება ნაცვლად პროგნოზირებული 53 მილიარდ ლარზე მეტისა. ამასთან, მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 55.7%-ით განისაზღვრა.

„ეს არის უფრო მეტი ვალის აღება წელს, ვიდრე ამ სცენარის რეალიზაციისთვის გვჭირდება, თუმცა ამ ვალის აღებას ვახორციელებთ, რომ ბიუჯეტი მზად იყოს უარესი სცენარისთვისაც,“-განმარტა კაკაურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა