ჯანმო-ს წარმომადგენელი - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, უსიმპტომო ადამიანებისგან კორონავირუსის გავრცელება იშვიათად ხდება

უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს. ეს ძალიან იშვიათია”, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად სწავლობს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულ ინფორმაციას იმისთვის, რომ ამ შეკითხვას მართებული პასუხი გასცეს.

„მრავალი ანგარიში გვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ. ისინი უსიმპტომო შემთხვევებს მიჰყვებიან და ვერ პოულობენ მეორად გადაცემას. ეს ძალიან იშვიათია“, - დასძინა მარია ვან კერხოვემ.

მან აღწერა, თუ როგორ ვრცელდება კორონავირუსი წვეთების საშუალებით, რომლებიც, როგორც წესი, მაშინ გამოიყოფიან, როდესაც ვინმე აცემინებს ან ახველებს.

ცნობისათვის, აპრილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის გამოყოფა - ანუ დრო, როდესაც ადამიანები სხვა ადამიანებს აინფიცირებენ - შესაძლოა, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენამდე 2-3 დღით ადრე დაიწყოს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს