აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ 19-ის სიმპტომები აღენიშნება და PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს.

როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს.

„თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. ანუ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატუურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები და თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ 19-ის სიმპტომები აღენიშნება, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს