გურამ მაჭარაშვილი - კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩანაწერს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ

დღევანდელი მოცემულობით, ფრაქციის შესაქმნელად 6 პარლამენტის წევრის გაერთიანება არის საკმარისი. კონსტიტუციაში ცვლილებით ფრაქციის შექმნისთვის 7 პარლამენტის წევრის გაერთიანებაა საჭირო. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის 41-ე მუხლში არის, რომლის საწინააღმდეგოს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ , - აღნიშნული განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

„პარტიის მიერ კი არა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მოქალაქეს, რომელიც გახდა პარლამენტის წევრი, და ასეთი შეიძლება იყოს შვიდი - ამ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო არაფერია რეგლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 1%-იან ბარიერს, ჩვენ ვიცით ეს რატომ გაკეთდა ერთჯერადად. კონსტიტუციის ცვლილებების დროს ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა ექვსიდან შვიდამდე კი არ უნდა გაგვეზარდა არამედ, უნდა დაგვეწია სამზე. თუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში შეიძლება არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 2 ან 3 წევრი შეიყვანონ პარლამენტში, ამ შემთხვევაში, სხვა პარტიებთან ერთად შეიძლება რომ გაერთიანდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები, რომელთა ამომრჩევლებიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების და გემოვნების არიან, შესაძლოა ერთ ფრაქციაში მოიყარონ თავი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ჩანაწერის პრინციპს, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ