ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ „სპუტნიკ აფხაზია“ იუწყება.

დე ფაქტო უწყების ცნობით, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამმართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიების შედეგად, დაკავებულები არიან 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია.

მათივე ცნობით, დაკავებულების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე წინასწარი განზრახვით „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის მუხლით. მათ ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო