ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებთან და ახლობლებთან კონტაქტები შეწყვიტონ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, „შეგროვებულია პატრიოტულად განწყობილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისგან“.

КГБ-ს ინფორმაციით, ამერიკის არმიის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფის კურატორები საქართველოში (USANRU-G) ცენტრის საქართველოს ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა „ბიოლოგიური იარაღის შექმნა, რომელიც მიმართულია სამხრეთოსური პოპულაციის წერტილოვანი განადგურებისთვის“, ასევე „რესპუბლიკაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კონტროლის განსახორციელებლად, სამხრეთ ოსეთში მასობრივი ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციის შეკრება“.​​

КГБ-ს ინფორმაციით, ლაბორატორიას ასევე, დავალებული აქვს „დივერსიული ოპერაციების განხორციელება, რომელიც მიმართულია მსხვილი და წვრილფეხა საქონლის განადგურებისკენ, ეპიზოოტიის შემთხვევების ხელოვნურად შექმნა“ და სხვა.

დე ფაქტო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობენ „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საქართველოში და დასავლეთში წარმოებულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების ძალისხმევაზე“, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამედიცინო და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევის წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით, КГБ მოუწოდებს, ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს, გამორიცხონ რაიმე სახის კონტაქტი საქართველოსთან არსებული ე.წ. საზღვრის დამრღვევებთან და მინიმუმამდე დაიყვანონ კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ახლობლებთან და ნათესავებთან, რომლებიც „აქტიურად ინტერესდებიან სამხრეთ ოსეთში არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს