პროგრამა "ტელესკოლაზე" 2021-2023 წლებში სავარაუდოდ, 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

„ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, „ტელესკოლის“ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში, 30 მარტიდან - 30 ივნისამდე პერიოდის ბიუჯეტი 404 200 ლარს შეადგენს, ამასთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800 000 ლარი მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე, რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილება, კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება მაუწყებლისა და ადმინისტრაციული ორგანოს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კვლავ გაგრძელდეს „ტელესკოლის“ პროგრამა, კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს მსგავსი საგანმანათლებლო ან კულტურული პროგრამებისათვის, რათა ამ პროგრამებზე არ გავრცელდეს არსებული კანონით დადგენილი აკრძალვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მაუწყებლის დაფინანსებასთან/თანადაფინანსებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა