ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნაზე მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, წყლის საინფორმაციო სისტემა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS II East) ფარგლებში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იქმნება.

„საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განხორციელებას. საქართველოს წყლის სისტემის ფუნქციები და დიზაინი ევროპის წყლის საინფორმაციო სისტემის ანალოგიურია (WISE). სისტემაში შესაძლებელი იქნება წყალთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის, კანონმდებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციზე, წყლის რესურსების შესახებ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებზე და რუკებზე წვდომა. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, საქართველოში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, ეროვნული მონაცემები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაცემებთან შეადარონ. საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის ბოლომდე. წყლის საინფორმაციო სისტემის მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტებისთვის ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის მართვაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იქნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი