დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

„სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და თვითდასაქმების წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა