რურუას საქმის პროკურორი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დაწინაურებაზე - სხვა პირის დაწინაურებასა თუ დაქვეითებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

სხვა პირის სამსახურეობრივ დაწინაურებასთან თუ დაქვეითებასთან დაკავშირებით, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის დაწინაურებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სამხარაძე განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ვერ ისაუბრებს, რადგან გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე ის „პროცესუალური წარმომადგენელი და სახელმწიფო ბრალმდებელია“.

„დღეს დაკითხული იქნა ერთ-ერთი მოწმე, კახაბერ მურადაშვილი, ასევე გამოკვლეული იქნა ის ავტომანქანა, სადაც იმყოფებოდა გიორგი რურუა, როცა მასთან ჩატარდა პირველადი საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა. მოწმემ ახსნა, თუ რა გარემოებებში მიმდინარეობდა ესა თუ ის საგამოძიებო მოქმედება. ის უშუალო შემსწრე და მონაწილე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების არ ყოფილა, ის იყო ხელმძღვანელი პირი, ვისაც მოცემულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნდა. იმ ფაქტებს, როგორ და საიდან მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, ამ განმარტებებს ვერ მივიღებდით, ვინაიდან ის ამ ფაქტის მონაწილე პირი არ ყოფილა. რაც შეეხება გიორგი რურუას ავტომობილს, ის სასამართლოს ეზოში იქნა დათვალიერებული, სადაც ნანახი იქნა ის ადგილი, საიდანაც ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ე.წ. მაყუჩი. ავტომობილის უკანა მარჯვენა სავარძლის ქვეშ ნამდვილად არის ის სივრცე, სადაც მოთავსდებოდა მოცემული მაყუჩი. ერთადერთ საპროცესო მოქმედებაში მიიღო კახა მურადაშვილმა მონაწილეობა, ეს იყო ნერწყვის ნიმუშის აღება, რურუამ ნერწყვის ნიმუში ნებაყოფლობით მისცა“, - განაცხადა სამხარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია