ანრი ოხანაშვილი - კანონისმიერი ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში პირბადეები ვატაროთ, არ არსებობს, ვემორჩილებით რეკომენდაციებს და მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც საზოგადოების თავშეყრისას პირბადის ტარების წესს არეგულირებს, პარლამენტის წევრებს ამ კანონით არ ექნებათ ვალდებულება პირბადეები ატარონ. აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სესიაზე განაცხადა, სადაც ამ კანონპროექტს წარადგენს.

მისი თქმით, 2020 წლის 23 მაისის მთავრობის დადგენილებით გაწერილია საკითხები, რომელიც შეზღუდვებს ეხება. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, თავშეყრის რეგულაციას დადგენილების მე-5 მუხლი არეგულირებს, რომელიც ამბობს, რომ თავშეყრის შეზღუდვა საჯარო დაწესებულებებს არ ეხება.

„მთავრობის დადგენილების მეხუთე მუხლი საუბრობს, რომ თავშეყრის შეზღუდვა არ ვრცელდება შემდეგ დაწესებულებებზე, ესენია: სამედიცინო დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებები, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მხოლოდ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. შესაბამისად, კანონისიმიერი ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პირბადეები ვატაროთ აქ, არ არსებობს. ჩვენ ვემორჩილებით რეკომენდაციებს და მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა