მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება მსოფლიოს მიმართავს, "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები ხალხის გენოციდი აღიარონ

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, დაგმოს და საერთაშორისო სამართლით პასუხი აგებინოს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც, მათი თქმით, 1918-20 წლების ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა და რომელმაც "სამხრეთ ოსეთის" მცხოვრებთა გენოციდი განახორციელა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საელჩოს მიერ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოს ქვეყნებისადმი, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტისადმი მიმართვაში.

ცხინვალის მოთხოვნაა, ასევე, საქართველოს აგებინონ პასუხი 1989-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა