სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილის ყველაზე კარგად შემფასებელი არის ის ბრძენი ქართველი ხალხი, რომელიც მას 2012 წლიდან მოყოლებული უპირობო მხარდაჭერას უცხადებს

მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე კარგად შემფასებელი არის ის ბრძენი ქართველი ხალხი, რომელიც მას 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს არჩევნებზე ხმას აძლევს და უპირობო მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედ არის მოხსენიებული. კილაძის თქმით, ხალხი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ყოველდღიურად ხედავს, რა კეთდება ქვეყანაში და რა - არა.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, მათ შორის კონგრესმენების განცხადებებსაც. ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემფასებელი ყველაზე კარგად არის ის ბრძენი ქართველი ხალხი, რომელიც მას 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს არჩევნებზე ხმას აძლევს და უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. ეს ხალხი ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ყოველდღიურად ხედავს, რა კეთდება, რა არ კეთდება და იმის ყველაზე კარგად შემფასებელი, ბიძინა ივანიშვილი პროდასავლელია თუ პუტინის კაცი, არის ქართველი ხალხი. ამიტომ, მგონია, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც არჩევნები გვექნება, ქართველი ხალხი ამ კითხვას პასუხს ძალიან სწორად გასცემს, როგორც აქამდე აკეთებდა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა