ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური - ღვთის წყალობით, ჩვენი მოსისხლე მტრის ნაადრევი და სწრაფი დაცემის მომსწრეები ვართ

ღვთის წყალობით, ჩვენი მოსისხლე მტრის ნაადრევი და სწრაფი დაცემის მომსწრეები ვართ, - ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ჰუსეინ სალამიმ განაცხადა, რითაც ის აშშ-ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ღვთის წყალობით, ჩვენი მოსისხლე მტრის, შეერთებული შტატების, ნაადრევი და სწრაფი დაცემის მომსწრეები ვართ. ყველა სიმბოლო, რითაც აშშ საკუთარ თავს წარადგენდა და მსოფლიოს არასწორ სურათს უხატავდა, ინგრევა, აშშ ნაწილებად გლეჯს იმ იმიჯს, რაც მან საკუთარი თავის შესახებ შექმნა,“- განაცხადა ჰუსეინ სალამიმ.

მან აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადო ბრძოლის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამერიკა ვირუსის გავრცელებას ვერ აჩერებს.

„დღეს აშშ ყველაზე ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ის კორონავირუსს ვერ აჩერებს,“- განაცხადა ირანელმა გენერალმა.

ცნობისათვის, ჰუსეინ სალამი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“, მეთაურად მას შემდეგ აირჩიეს, რაც 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ყოფილი მეთაური ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა