ირაკლი სესიაშვილი კონგრესმენების ანგარიშზე - ობიექტურად და ლოგიკურად ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის მათი ლობისტური ინტერესი და ქართული საზოგადოება ამას ისე აღიქვამს, როგორც საჭიროა

„ქართული ოცნების" წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია 13 კონგრესმენის ის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქ ლობისტების ხელს ხედავს.

„რატომაც ვხედავ ამას - ამავე ანგარიშში წერია, რომ საქართველოზე შესაბამისი ინფორმაცია ეყრდნობა ორ წყაროს და მითითებული აქვთ ორი ანგარიში. ორივე ანგარიში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური, არანაირი მსგავსი მინიშნებები არ არის, რაც იმ ერთ ფრაზაში არის აღნიშნული. ყველგან მხოლოდ პოზიტივი არის და სხვა ვერც იქნებოდა. შესაბამისად, წყაროს, რომელსაც ეყრდნობა ის, არის მხოლოდ პოზიტივი. უკრაინელ ოლიგარქთან მიმართებაში ამ ანგარიშში წყარო მითითებულია. ივანიშვილთან მიმართებაში ეს წყარო არანაირად არ არის მითითებული, იმიტომ, რომ ვერც იქნება მითითებული. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან მაღალი ინტენსივობისაა და ეს დაადასტურა კიდეც საგარეო მდივნის მოადგილემ, ეს ერთი. მეორე - ნატო, ევროკავშირი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე ავლენს არამხოლოდ პოლიტიკურ მაღალ მზაობას, არამედ პრაქტიკულ ნაწილში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის ფაქტი", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს იყო კონგრესმენების პოლიტიკური ინტერესების გამოვლინება ამ ფორმით.

„შესაბამისად, ობიექტურად და ლოგიკურად ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის მათი ლობისტური ინტერესი და ქართული საზოგადოება ამას ისე აღიქვამს, როგორც საჭიროა. ქართულ საზოგადოებას უყვარს და აღიარებს მხოლოდ სიმართლეს. სიმართლეს ყველა ვხედავთ, რომ საერთაშორიოს საზოგადოება, ჩვენი პარტიორი ქვეყნების მთავრობები, შესაბამისი ანგარიშები ცალსახად მიუთითებენ, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპული და ევროატნტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა