ნუკრი ქანთარია - რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა

რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამით ქანთარია გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანრი ოხანაშვილის დისკუსიას პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.

„რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მას, თავის მხრივ, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთმანეთს ნუკრი ქანთარია და ანრი ოხანაშვილი უფრო უგებენ.

„ჩემო ნუკრი, შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს. ერთ ხმასა და ერთ ლექსიკაზე მეტყველებთ. ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად. ძალიან უკბილო ხუმრობა გამოგივიდა“, - მიმართა ბესელიამ ნუკრი ქანთარიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა