ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, ორივე დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი ცხინვალში ვოლგოგრადიდან დაბრუნდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. „რესპუბლიკაში“ სულ კორონავირუსის 68 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.

ცნობისათვის, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა დღეს გამართულ ე.წ. „ოპერატიული შტაბის“ სხდომაზე განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ე.წ. „რესპუბლიკაში“ საბავშვო ბაღები გაიხსნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა