კორონავირუსის კრიზისის გამო ოკუპირებილ აფხაზეთში შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2 თვის ხელფასი ვერ გადაუხადონ

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის გამო, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულების უმრავლესობას ივნისისა და ივლისის ხელფასები ვერ გადაუხადონ.

„არსებობს შიში, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს საჯარო სექტორის თანამშრომლების უმეტესობას ივნისსა და ივლისში ხელფასები გადაუხადოს,“- განაცხადა აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრმა“ ალექსანდრე ანქვაბმა კორონავირუსის ე.წ. „საკოორდინაციო შტაბის“ სხდომაზე.

მისივე თქმით, ეკონომიკური აქტივობის შეწყვეტამ ე.წ. „ქვეყნის“ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 27 და დაიღუპა ერთი პაციენტი.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსის კრიზისის გამო ოკუპირებილ აფხაზეთში, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2 თვის ხელფასი ვერ გადაუხადონ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა