კორონავირუსით ინფიცირების 6-ვე ახალი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, მათ ნაწილთან მიმართებაში წყაროს დადგენა მიმდინარეობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ადამიანებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 38 პაციენტია, აქედან 17 კოვიდინფიცირებულია. დადასტურებული შემთხვევებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება ფილტვის პნევმონიის მხრივ არის. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კიდევ ერთი პაციენტი გუშინ სხვა კლინიკიდან ჩვენთან გადმოიყვანეს, მას რიგი კარდიოლოგიური პრობლემები აქვს და დიაბეტიანია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 40-მდე ჩატარებული ტესტის პასუხი მოგვივიდა და აქედან ექვს პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ინფიცირების რამდენიმე წყაროს მოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირების 6-ვე ახალი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში