ნატომ უკრაინა გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის მონაწილედ ცნო

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის მონაწილედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.

აღნიშნული სტატუსი ნაწილია პარტნიორობის ინიციატივისა, რომელიც ჯარების თავსებადობას ითვალისწინებს, რომლის მიზანიცაა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და ურთიერთქმედებათა გაღრმავება, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა სამხედროებს გზავნიდა ნატო-ს ოპერაციების მხარდასაჭერად, მათ შორის, ავღანეთსა და კოსოვოში, ასევე ნატოს რეაგირების ძალებისთვის და წვრთნების ჩასატარებლად.

ამასთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მაღალ შეფასებას აძლევენ ამ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი.

ამიერიდან, უკრაინა როგორც ნატო-ს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორი სარგებელს მიიღებს სპეციალურად შემუშავებული ინდივიდუალური შესაძლებლობებისგან, რათა მხარდაჭერილი იყოს მისი წვლილი. კერძოდ, ეს ითვალისწინებს პროგრამებზე გაფართოებულ წვდომას ჯარების თავსებადობასთან დაკავშირებით.

ამდენად, უკრაინა გახდა ნატო-ს გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ექვსი პარტნიორიდან ერთ-ერთი ავსტრალიასთან, ფინეთთან, საქართველოსთან, იორდანიასთან და შვედეთთან ერთად.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია