ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-ოსეთია“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო აკადემიის კურსანტია.

„გვყავს ოთხი ახალი დაინფიცირებული და ამდენივე გამოჯანმრთელებული. ამ დროისთვის ინფექციურ განყოფილებებში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას,“- განაცხადა გაგლოევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში დღემდე კორონავირუსის 76 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 40-ია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს