დონალდ ტრამპის 74 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ში ნავებით მსვლელობა „ტრამპტილა“ ეწყობა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იუბილარია. ტრამპს 14 ივნისს 74 წელი შეუსრულდა. ქვეყნის მასშტაბით, პრეზიდენტის საპატივსაცემოდ ნავებით მსვლელობები ე.წ. „ტრამპტილა“ ეწყობა.

სამხრეთ კაროლინას შტატში, ჰარტველის ტბაზე ასობით ნავი მონაწილეობდა ღონისძიებაში. ნავებით მსვლელობა მოეწყო მიჩიგანშიც.

ეს გზა მოიფიქრეს ტრამპის მხარდამჭერებმა, რომ პრეზიდენტის მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინონ და თან კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური დისტანციის წესებიც დაიცვან.

მონტანაში კი „რესპუბლიკელებმა“ ავტომობილებით მოაწყეს მსვლელობა.

ამერიკელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, 1946 წელს დაიბადა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილმა ტრამპმა „დემოკრატების“ კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა. იგი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად 2017 წლის იანვრიდან მსახურობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია