რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - სავარაუდოდ, მედპერსონალის ინფიცირების წყარო გარედანაა

წესის დარღვევა, რომელსაც შეეძლო შიდა აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა. სავარაუდოდ, მედპერსონალის ინფიცირების წყარო გარედანაა , - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკის მედპერსონალი აღჭურვილობის ყველა დადგენილ წესს მაქსიმალურად იცავდა და სამ თვეზე მეტია კლინიკაში თანამშრომლის დაინფიცირების ფაქტი დადასტურებული არ ყოფილა.

„მედპერსონალის ინფიცირების წყაროს რაც შეეხება, დეტალურად იკვლევს NCDC, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა. კარგი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ თითქმის სამთვენახევარი ისე გავიარეთ კლინიკამ, რომ 108 პაციენტი გვყავდა მაშინ უკვე კოვიდინფიცირებული და არც ერთი შემთხვევა მედპერსონალის დაინფიცირების არ გვქონია, რითაც ძალიან ვამაყობდით ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ. აღჭურვილობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა და რაც მთავარია, ცვლილებები არ არის, კორონავირუსი შიგნიდან გავრცელდება თუ გარედან შემოვა, მასთან ურთიერთობის წესები არსებობს, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა დადგენილი. ჩვენთან ეს ყველაფერი პროტოკოლებითაა გაწერილი და ყველა მედპერსონალი იცავს ამ წესს მაქსიმალურად. გვქონდა შიში, რომ რადგან ბოლომდე ვიყავით გასული, ხომ არ მოეშვა მედპერსონალი, თუმცა ახლა როცა ვიკვლევთ, აღმოჩნდა, რომ ისეთი წესის დარღვევა, რომელსაც შეეძლო შიდა აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა. ჩვენი მედპერსონალი ყოველთვის ყველა დამცავი საშუალებით იყო უზრუნველყოფილი, ხანდახან ზედმეტადაც კი იცვამდნენ სკაფანდრებს იქ, სადაც არ იყო საჭირო“,- განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედპერსონალს დაუდასტურდა და კლინიკაში სულ 9 მედიკოსია ინფიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა