ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას განცხადებით, ორივე დაინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. ანა გაგლოევას ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 49 ტესტი ჩატარდა. დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში გამოვლენილია კორონავირუსის 78 შემთხვევაა, აქედან 40 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა