კონკრეტულად რა სივრცეებში და როდის არის პირბადის ტარება სავალდებულო, უკვე ცნობილია

მთავრობამ განსაზღვრა დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

როგორც მთავრობის ადინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, შეხვედრებზე, ასევე საერთო გამოყენების ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ტრანსპორტში და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში.

“მივიღეთ დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო. ასევე ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არტარების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება, არჩეული იქნა ის ადგილები, ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია, კერძოდ: პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს შეხება მოქალაქეებთან და ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს ადამიანების, ასევე სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, იმ დაწესებულებებში, სადაც შეუძლებელია 2 მეტრის დისტანციის დაცვა, მათ შორის ხალხისთვის გასაგები რომ იყოს, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე შეუძლებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციის გაკეთებისას, მაგალითად ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის მქონე დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ იგულისხმება მეტრო და ტაქსები და აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქ ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, აქაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ