14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელი, შესაძლოა, გამკაცრდეს

14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელი შესაძლოა, გამკაცრდეს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება.

კანონპროექტის თანახმად, ამგვარი დანაშაულის ჩადენა 14 წელს მიუღწეველ პირთან, დაისჯება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ასევე, მკაცრდება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირზე სასჯელი შემდეგ შემთხვევებში: ა) შშმ პირის ან ორსულის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, ე) სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ბრალდებული პირის მიერ, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელის გამკაცრება გარყვნილი ქმედებისთვისაც. კერძოდ, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან დაისჯება 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი: ა) შშმ პირის ან ორსულის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, ე) სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ბრალდებული პირის მიერ, გამოიწვევს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატთა ჯგუფია: სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა