გიორგი რურუა პოლიციის თანამშრომლებს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

„მთავარი“ არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას განცხადებით, ჯამში სამი ცრუ მოწმე გამოაშკარავდა, მათ შორის ორი სასამართლოს წინა სხდომაზე.

შესაბამისი განცხადება რურუამ დღევანდელ პროცესზე გააკეთა.

„წინა სხდომაზე ორი ცრუ მოწმე გამოაშკარავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაკავების დღეს, 2019 წლის 18 ნოემბერს ჩემი ავტომობილი ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს. ამ ორმა პოლიციელმა სასამართლოში ჩვენება ფიცის ქვეშ მისცა. ეს ეკიპაჟი მთაწმინდის რაიონს ემსახურება. ჩემი და დაცვის მხარის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ პასუხი გაგვცეს, რომ მორიგეობის დროს ისინი ვაკის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, დვალიშვილმა, თხოვნით დაურეკა, რომ აღნიშული ავტომობილი შეეჩერებინა და მან ჩემი ავტომობილი შეაჩერა. ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რო ეს ადგილი განგებ იყო შერჩეული და დავუსვით შემდეგი კითხვა: იმყოფებოდა თუ არა ეს ეკიპაჟი ჩემს დაკავებამდე ვაკის ტერიტორიაზე? მან კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ პირველად იმყოფებოდა ჩემი ავტომობილის შეჩერების დროს დაკავების ადგილას. წინა სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების განხილვისას გამოჩნდა, რომ ეს ეკიპაჟი, 30-45 წუთით ადრე სასაფლაოს ტერიტორიაზე ავიდა, შემოსაზღვრა, თუ სად იყო ხელსაყრელი ჩემი ავტომობილის შეჩერება და წავიდა უკან, ვაკის პარკის მიმართულებით, რაც მათ ჩვენებას საპირისპიროს ხდის. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩვენება ფიცის ქვეშ იყო მიცემული. ეს არის მესამე ცრუ მოწმე, რაც დოკუმენტურად მტკიცდება. სამწუხაროა, რომ ჩვენ სასამართლო ჩემი უდანაშაულობის მტკიცებულების წარმოდგენის საშუალებას არ გვაძლევს. ძველ რომშიც და ათენშიც მსჯავრდებულს მტკიცებულების წარდგენის უფლება ჰქონდა. მე მინდა ეს განცხადება შემდეგი სიტყვებით დავამთავრო, რომელიც ადვოკატსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ენდრიუ ჰამილტონს ეკუთვნის: მტკიცებულების წარმოდგენის უფლების ჩამორთმევა, უდანაშაულობის ყველაზე დიდი მტკიცებულებაა“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა