„ენერგო-პრო ჯორჯია“ და „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ თანამშრომლები ნაწილობრივ განაგრძობენ დისტანციურად მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის სათაო და ასევე რეგიონალურ ოფისებში ადგილზე მუშაობას განაგრძობს თანამშრომლების სრული შემადგენლობის დაახლოებით 50%.

„ის თანამშრომლები, რომელთა მუშაობა შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან განაგრძობენ მუშაობას. ხოლო მათთვის, რომლებიც მუშაობენ ოფისებში, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, შექმნილია შესაბამისი სამუშაო პირობები. ოფისები აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით, სამსახურში გამოცხადებისთანავე თანამშრომლები გადიან თერმოსკრინინგს და სამუშაო მაგიდებს შირის დაცულია 2 მეტრიანი დისტანცია. განყოფილებებში, სადაც ადგილზე ბევრი ადამიანი მუშაობს, თანამშრომლები მუშაობას განაგრძობენ მორიგეობით, სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ვალდებულება თანამშრომლები ამუშაოს დისტანციურ რეჟიმში, „ენერგო-პროს“ მენეჯმენტი, ითვალისწინებს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას და კომპანიის თანამშრომლების ნაწილი კვლავ განაგრძობს დისტანციურ რეჟმში მუშაობას. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ყოველი თანამშრომლის ჯანმრთელობა“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამსახური და კომპანიის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. შესაბამისად, კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება შეუფერხებლად გრძელდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს