ბათუმის მერი - მოქალაქეებისგან რესტორნებზე შეტყობინება შემოვიდა, რომ 12 საათის შემდეგ ხმაური დაფიქსირდა, ამ საკითხზე მკაცრად უნდა განხორციელდეს კონტროლი

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვიცე-მერთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან სხდომა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს. ლაშა კომახიძის თქმით, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონისთვის მზადება.

,,დღეიდან ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნა. ჩვენს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ესტუმრონ ბათუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შიდა ტურიზმი გახსნა. მოგეხსენებათ, რომ ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია. ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონისთვის მზადება. 8 ივნისიდან სასტუმროებმა ახალი რეგულაციების მიხედვით დაიწყო მუშაობა. სასტუმროები აღჭურვილი და გადაწყობილია უსაფრთხოების წესების შესაბამისად. მერიის მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად, რეგულარულად აწარმოებს ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, ღია და დახურული ტიპის აუზების, კაფე-ბარების, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგს. ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 240-ზე მეტი ობიექტი. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშუტო ტაქსების მონიტორინგი. აქვე მინდა მივმართო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, რომ მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე შეტყობინება უკვე შემოვიდა სარესტორნო ქსელებთან დაკავშირებით, სადაც 12 საათის შემდეგ დაფიქსირდა ხმაური. ამ საკითხის თაობაზე კონტროლი მკაცრად უნდა განხორციელდეს. მინდა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად დავიცათ დაწესებული რეგულაციები, რათა შევძლოთ, ეფექტურად ვმართოთ პროცესები და შევინარჩუნოთ მწვანე ქალაქის სტატუსი“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა