აფხაზეთში რუსეთიდან  შემოსულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, "რუსეთ-აფზახეთის საზღვარზე", მდინარე „ფსოუს“ გამშვებ პუნქტზე, რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, მოქალაქეების ბიომასალა გამშვებ პუნქტზე მდებარე მობილურ კლინიკაში მოხდება, შემდეგ კი ნიმუშებს ე.წ. „რესპუბლიკის“ ლაბორატორიაში გადაიტანენ.

შეგახსენებთ, აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტს ჩაკეტა. 12 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებას“, რომლის თანახმადაც საზღვარი 1 ივლისამდე ჩაკეტილი დარჩება. დოკუმენტის მიხედვით, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ დიპლომატებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სატვირთო მანქანების მძღოლებს შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა