"ლელო საქართველოსთვის" - გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტი უმძიმესი მოცემულობაა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტის ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

„ლელოს“ შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეროვნული უსაფრთხოების რისკების შეფასების ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მოსმენით, თვალთვალითა და დისკრედიტაციითაა დაკავებული.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტს, რასაც ვაფასებთ, როგორც აღმაშფოთებელ და უმძიმეს მოცემულობას. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რა სახის სპეცოპარაცია იგეგმებოდა, ვინ იყო დამკვეთი, ვის მიერ იყო შესრულებული და ვისი ინტერესები იკვეთებოდა მკვლელობის შეკვეთისას.

ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. მივმართავთ თხოვნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ყურადღება გაამახვილონ ზემოაღნიშნული ფაქტის გამოძიების ყველა ეტაპზე, რადგანაც განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, დესტრუქციულმა ქმედებებმა, რომელსაც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არ გამოიწვიოს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია.

თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის საგამოძიებო ორგანოებიდან ვიგებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ რისკებს და ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ, მიუთითებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ორგანოების სისტემის სრულ კოლაფსზე. ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არცერთი ჯაშუში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ აფასებდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, აახლებდეს უსაფრთხოების კონცეფციას, ამუშავებდეს სამოქმედო გეგმებს და სტრატეგიებს, დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების მოსმენით, თვალთვალით და დისკრედიტაციით.

კონტრდაზვერვის სამსახურის საქმიანობა ვერ უძლებს ვერანაირ პროფესიულ კრიტიკას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რას, ან ვის ემსახურება ეს უწყება. დღეს, როგორც არასდროს, ქართული საზოგადოების წინაშე დგას როგორც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, ასევე არჩევანის საკითხი დემოკრატიულ და ავტორიტარულ ფასეულობებს შორის. ვირჩევთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დასავლური ღირებულებებით: მკაფიოდ ჩამოყალიბებულ და დაცულ ეროვნულ ინტერესებს, ძლიერ ინსტიტუციებს, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებას, მოქალაქეების უსაფრთხოებას, თუ ვირჩევთ ავტორიტარულ მმართველობას მანკიერი გამოვლინებებით, რომლისთვის უცხო არ არის დაშინება, მუქარა, ფიზიკური ლიკვიდაცია, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. საქართველოს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს და ყველა ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ამ არჩევანის განუხრელი დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს