ფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო

ფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო. დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდათ. მათი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაასახელა. მათივე თქმით, ტანსაცმლის ბაზრობამდე მისასვლელი გზა გარემოვაჭრეებს აქვთ ჩახერგილი და შესაბამისმა სამსახურმა ეს საკითხი უნდა მოაგვაროს.

,,აქ სამი წლის წინ იყო ხანძარი, იგივე რომ განმეორდეს დაცული არ ვართ, სახანძროს მანქანა ვერ შემოვა, რადგან ამას ხელს უშლიან გარემოვაჭრეები, გარე პერიმეტრზე განთავსებული მაღაზიები. ჩვენამდე მოსასვლელი გზა ჩახერგილია. მერია ამ საკითხს ვერ აგვარებს და მეპატრონე ამბობს, რომ ის ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს. მერიის კომპანტეციაში თუ არ შედის ის, რომ ვიღაცეები გაყარონ, ან ჯარიმები დაუწესონ, არ ვიცი. თუ ჩვენი გაყრა უნდათ, პირდაპირ გვითხრან“, - განაცხადა მოვაჭრე შორენა თვალთვაძემ.

ბაზრის დირექციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლის ბაზრობამდე სახანძრო თუ სხვა ტექნიკის მიყვანა ჩახერგილი გზის გამო შეუძლებელი იქნება. მათივე თქმით, ვიდრე მერიის შესამაბისი სამსახურები პრობლემას არ მოაგვარებენ, მოვაჭრეებმა სამუშაო პროცესი არ უნდა განაახლონ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ