BTU-ს მაგისტრანტებს პორტუგალიური ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. BTU საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, ამჯერად კი მსგავსი შესაძლებლობა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსაც ეძლევათ.

BTU–ში განმარტავენ, რომ ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (Polytechnic Institute of Braganca, Portugal) თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგსისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში სამაგისტრო პროგრამის ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. BTU-ს გადასახადი წლიურად 2250 ლარია, ხოლო ბოლო სასწავლო წლის ღირებულება ბრაგანჩას ინსტიტუტში დამატებით 1.316 ევრო.

ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1983 წელს და ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოწინავე ტექნიკური სასწავლებელია. ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს აქვს 100-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, მათ შორის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ინსტიტუტში 8000 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც 30% საერთაშორისო სტუდენტია. გაცვლით პროგრამებში ყოველწლიურად 900 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას, ეს არის სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები. კურსის მიზანია, მოგამზადოთ ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად; მოგცეთ კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის; შეგძინოთ უნარები, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოთ ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი.

სასწავლო პროგრამა მენეჯმენტსა და ტექნიკურ საგნებს ერთმანეთთან კავშირში მოიცავს. ეს კი კურსდამთავრებულებს მაღალი რგოლის წარმატებულ მენეჯერებად და მმართველებად აქცევს. დღევანდელმა რეალობამ ყველას ნათლად დაანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში აქტიურ ჩართულობასა და გამოყენებას.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია