„ევროპული საქართველო“ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ ჩაერთვება

„ევროპული საქართველო“ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ ჩაერთვება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტია ბოიკოტს აგრძელებს მანამ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

„ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვს მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ის, ვისზეც იყო შეთანხმება. ის, ვინც „გავრილოვის ღამისა“ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაგდების შემდეგ, პროტესტის გამო დააკავეს. ასეთია ბატონი გიორგი რურუა, ის თავისუფალი არ არის. ამიტომ, ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს. 26 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულდება, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მისაღებად პარლამენტს 29 ივნისს კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოუწევს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა