ჯანდაცვის მინისტრი - ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული და არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ

ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული და არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამინისტროს მხრიდან თავისთავად ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გავატაროთ გლობალურად საჭირო ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეებისთვის როგორც ფინანსურ, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ ამ წერტილზე, მე ვპირდები ჩემს მოქალაქეებს, რომ არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული იმისათვის რომ მათი ჯანმრთელობის უფლება და ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა დავიცვათ,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე ისაუბრა სოციალურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პირველ წელს შეიქმნა სტრუქტურული ერთეული სადაც გაერთიანდა სოციალური ზრუნვის სრული პაკეტი.

“ჩვენ უკვე სხვა მიზნები გვაქვს და ეს მიზნები ნამდვილად არის სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს ვისზეც სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულება აქვს აღებული ყველა საჭირო კომპონენტი ჰქონდეს. აქ გაერთიანებულები არიან ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები. ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, რომ ყველა არსებული პრობლემა დავძლიოთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა შრომის უსაფრთხოების მიმართულება და მისი როლი პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იყო. „საქართველო მეორე ქვეყანა იყო აშშ-ს შემდეგ, სადაც მოხდა შრომის უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან ყველა საჭირო რეკომენდაციის შემუშავება კოვიდის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული და არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ - ჯანდაცვის მინისტრი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება