ლონდა თოლორაია - 135 შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინპექტორის სამსახურს მიმართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში,- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლორდა თოლორაიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

ლონდა თოლორაიამ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და ინახება ყველგან - საჯარო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სატელეფონო კომპანიებში, კერძო დაწესებულებებში. მონაცემის არაკანონიერი დამუშავება შეიძლება გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციის ან და სხვა ნეგატიური შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო უწყება, კერძო ორგანიზაცია და პირი, რომელსაც შეხება აქვს ჩვენს პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას. გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს გაიზარდა სამსახურისადმი მომართვიანობა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სამსახურს მომართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. შემოსული განცხადებების 81% ეხებოდა კერძო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავებას, ხოლო 19% - საჯარო უწყებებში მონაცემთა დამუშავებას. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში. გაზრდილი მომართვიანობის პარალელურად სამართალდარღვევების შემცირებული მაჩვენებელი საჯარო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამ სფეროში კვლავ ბევრი გამოწვევაა“,- განაცხადა თოლორაიამ.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა მონიტორინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ,,საჯარო უწყებებმა და კერძო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ შიდა საზედამხედველო დანაყოფები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ თანამშრომელთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა