ანრი ოხანაშვილი - ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან, რა გაუკეთებია ამ ხალხს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი, რომ ახლა მის მომავალ განვითარებაზე იზრუნონ?

ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან, რა გაუკეთებია ამ ხალხს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი, რომ ახლა ქვეყნის მომავალ განვითარებაზე იზრუნონ? ეს ხომ არასერიოზული და ცინიკურია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ არიან ისინი რეალურად.

„ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან ოქრუაშვილი, ვაშაძე, ბიუჯეტის ქურდი, გაურკვეველი ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე პირები, ჩხეიძე, ბესელია და ნათელაშვილი - რა გაუკეთებია ამ ხალხს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ისეთი, რომ ახლა რამეზე შეთანხმდნენ და მაჭუტაძე-ოქრუაშვილმა-ბურჯანაძე- ბოკერიამ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე იზრუნონ? ეს ხომ არასერიოზული და ცინიკურია საზოგადოებისთვის. ამიტომ ხშირად უნდა გამოჩნდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რა ჯგუფებთან გვაქვს საქმე და ღირსეული არჩევანი გააკეთონ არჩევნებზე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ახალციხეში ვანო მერაბიშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენების შესახებ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ამას „მიესალმება".

„რაც მეტი ვანო მერაბაშვილი იქნება მაჟორიტარად, მით უფრო კარგი, რომ გამოუტანოს განაჩენი მას და მისნაირი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს ჩვენმა საზოგადოებამ. ამ ადამიანების მიმართ ბევრჯერ იქნება გამოტანილი პოლიტიკური განაჩენი, რომ დაუშვებელია ამ ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარებაც კი",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა