ჩეხეთი პირბადეების ტარების ვალდებულებას 1-ელი ივლისიდან გააუქმებს

ჩეხეთის რესპუბლიკა პირბადეების ტარების ვალდებულებას 1-ელი ივლისიდან გააუქმებს. როგროც ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვიოტეხმა განაცხადა, ვირუსისგან დამცავი ნიღბების ტარება ივლისის პირველი რიცხვიდან სავალდებულო აღარ იქნება, მათ შორის დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მინისტრის განმარტებით, პირბადის ტარება მოქალაქეებს მხოლოდ მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე დასახლებებში მოეთხოვებათ, როგორებიც ამჟამად არის ქალაქი კარვინა მორავია-სილეზიის მხარეში და პრაღა, თუმცა მისი თქმით, სიტუაცია ცვალებადია და მომდევნო კვირებში კვლავ გადაიხედება.

ჯანდაცვის მინისტრმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ ვირუსი ჯერ კიდევ არსებობს და არსად გამქრალა.

ცნობისთვის, ჩეხეთში ამ დრომდე კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 333 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში