თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. „თიბისის“ ინფორმაციით, 19 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პოეტის - ვახტანგ ჯავახაძის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

„ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი - ტორესა მოსი იქნება.

სესიის - „გალაკტიონი აქ.ახლა“ ფარგლებში, ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი პოეტის შემოქმედებაზე და მათ შორის კრებულზე - „არტისტულ ყვავილებზე“ ისაუბრებენ.

გალაკტიონ ტაბიძის ეპოქალურ „არტისტულ ყვავილებს“, რომელიც 1919 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბეჭდა, გასულ წელს 100 წელი შეუსრულდა. პოეტის რიგით მეორე კრებულში 86 ლექსია დაბეჭდილი და მას ფრანგული სახელწოდება ჰქონდა - „Cran Aux fleurs artistiques“, რაც ასე ითარგმნება – „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. დღეს კრებული „არტისტული ყვავილების“ სახელითაა ცნობილი და ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ