ევროკავშირის ლიდერები პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ბიუჯეტის თანხის გამოყოფის რაოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ბიუჯეტის თანხის გამოყოფის რაოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად გამოსაყოფი თანხის ოდენობად 750 მილიარდი ევრო დასახელდა, რასაც ლიდერების უმეტესობა არ დაეთანხმა.

შვედეთის, დანიის, ავსტრიისა და ნიდერლანდების ლიდერების მტკიცებით, შემოთავაზებული თანხა ძალიან დიდია და აუცილებელია მისი შემცირება. მოლაპარაკების ჩავარდნის მიუხედავად, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ლიდერებს შორის დისკუსია კვლავ გაგრძელდება და ისინი შეთანხმების მიღწევას უახლოეს დღეებში შეძლებენ. ამასთან, მოლაპარაკების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილით პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები - იტალია და ესპანეთი დაფინანსდებიან.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025