"რესის" ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში, 15 წლის მოზარდი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. 15 წლის მოზარდი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მოზარდი ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასიცოცხლო ნიშნები არ ეტყობოდა.

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი სოფელ მუგუთიდან არის, რომელიც მდინარეზე იმყოფებოდა და ხელში მობილური ტელეფონი ეკავა. ტრაგედიის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა