ანა დოლიძე - ჩემს წინააღმდეგ „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზე სალომე ზურაბიშვილი 2 წელი დუმილს არჩევდა, ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა პროცესის ლუსტრაციას ახდენს

2 წლის განმავლობაში, როდესაც უსასტიკესი თავდასხმები ხორციელდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან ბევრი მიმართავა იყო სალომე ზურაბიშვილისადმი, რამე ეთქვა „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ ჩემს მიმართ თავდასხმაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმილს არჩევდა. ამ ფონზე ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა და ჩემთან დაკავშირებული საკითხის ამგვარი შეფასება, არის ლუსტრაცია იმ პროცესის, რომელიც მე თავიდანვე დავახასიათე - „ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის, - ასე აფასებს იუსტიციის უმარლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლიც მან ანა დოლიძესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი განმარტებით. პრეზიდენტის განცხადება ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ ადგილი აქვს ბინძურ პოლიტიკურ საქმეს.

„ეს „ქოც-ნაცური“ ალიანსი ზუსტად ამ „კლანის მშობელია“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადება ლუსტრირებას ახდენს, რომ ეს პროცესი არის ბინძური პოლიტიკური სქემა, რომლის მთავარი ამოცანაა, დააზიანოს ყველა, ვინც შეიძლება „ნაც-ქოცური“ ალიანსის დაპირისპირებაში აღმოჩნდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან „აბსოლუტურად უადგილო შეურაცხყოფა ალეკო ელისაშვილის და ამ საქმეში თამარ ჩუგოშვილის გარევა“.

„ნაზი ჯანეზაშვილი თურმე თვითონ ფარავდა დანაშაულს?! თუ თამარ ჩუგოშვილი მასთან 1 წელია ტელეფონზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის არ უთქვამს და ის ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის?! თვითონ აღიარებს, რომ მონაწილეობდა დანაშაულის დამალვაში, სხვა არაფერი გამოდის. ეს ასე რატომ ხდება, იმიტომ, რომ დღეს არის ინტერესი ყველას, ვისაც მცირე შესაძლებლობა აქვს იმ მხრივ, რომ არ უსმინოს „ნაც-ქოცურ“ ალიანსს, სასწრაფოდ უნდა დაზიანდეს. აქ მე ვარ, ალეკო ელისაშვილიც, ხოლო თამარ ჩუგოშვილი საერთოდ რა შუაში იყო, არ მესმის.

2 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის დუმილი, როდესაც იუსტიციის საბჭოში ლამის ცემამდე იყო საქმე მისული და ამ პირობებში ახლა პრეზიდენტის კომფორტული ენით გამოსვლა, არის ამ სქემის გაშიფვრა. ეს არის ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა, პირველ რიგში, ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ არამარტო ჩემს, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ მხოლოდ მათ შექმნან დღის წესრიგი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას აპირებს, თუ არა დატოვოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა, ანა დოლიძის განმარტებით, მან თავიდანვე განაცხადა, რომ აქვს თავისი დღის წესრიგი - თუ მიიღებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გაცხადდება და ასევე ცნობილი გახდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში. რაც შეეხება კანონის დარღვევას, დოლიძის განმარტებით, ის კანონს ზედმიწევნით ასრულებს.

„თუ ვინმეს სამართლებრივი პრეტენზია ჰქონდა, ველოდები ამის პრეზენტაციას არა პიარხრიკებით, არამედ სამართლებრივ ჩამოყალიბებას, რაზეც უარს ამობს ნაზი ჯანეზაშვილი. ამით აღიარებს, რომ ეს უბრალოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლაა. ყველას მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ აქ სამართლებრივად პრობლემაა, ველოდები სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯერ მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ვნახე, რომ მე მაქვს ოფისი. ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის“ რეგისტირებულია ჩემს სახლში. ელემენტარული უნარ-ჩვევები ხომ უნდა გამოიყენო, რომ ინტერნეტში მოძებნო ანუ, დღესდღეობით ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებების ერთობა, რომელიც ძალიან ბევრი ტყუილისგან შედგება“, - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის აქტივობებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

იხილეთ ვიდეო:ჩემს წინააღმდეგ „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზე სალომე ზურაბიშვილი 2 წელი დუმილს არჩევდა, ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა პროცესის ლუსტრაციას ახდენს - ანა დოლიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა