რომან გოცირიძე - ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთან და გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გაათავისუფლოს გიორგი რურუა

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ფრაქციის პოზიციას. მათ დააზღვიეს ფაქტობრივად, რომ ივანიშვილს კიდევ რამემ არ დაარტყას თავში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ.

გოცირიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ისევ ჩავარდება, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ამ ფრაქციის პოზიციას. მათ დააზღვიეს ფაქტობრივად, რომ ივანიშვილს კიდევ რამემ არ დაარტყას თავში. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება იმ შემთხვევაში, თუ დაავალებს საკუთარ დეპუტატებს, 22 ადამიანს, რომ ჩააგდონ ცვლილებები. ეს ძალიან გაუძნელდება, მწარედ დაისჯება და სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. ამიტომ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვერ გაბედავენ ცვლილებების ჩაგდებას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთან და ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გაათავისუფლოს გიორგი რურუა და შეთანხმება შესრულებული იქნას სრულყოფილად. როგორც დიპლომატიური კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი - სრულყოფილად ანუ მთლიანად. ჩვენი პოზიცია ხვალისთვის იქნება ცნობილი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. განხილვაში მონაწილეობას მიიღებს „ევროპული საქართველო“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა