რომან გოცირიძე - პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური ფრაქციის და დამოუკიდებელი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს ცვლილებებს, ალბათ, არ არსებობს რისკი გადაწყვეტილების ჩაგდებისა, ეს იქნებოდა წარმოუდგენლად დიდი ავანტიურა ივანიშვილისგან

დღეისათვის, არ არსებობს, ალბათ, რისკი გადაწყვეტილების ჩაგდებისა. ეს იქნებოდა წარმოუდგენლად დიდი ავანტიურა ბიძინა ივანიშვილისგან , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა " პატივს სცემს სხვა ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებიც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება და ის არის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებული დღეისათვის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თვის ბოლომდე, ვიდრე საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, ხელისუფლება შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც მან აიღო ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. შეასრულებს იმ მოწოდებას, რომელიც იყო ელჩების მიერ განცხადების სახით გამოქვეყნებული, სადაც მთავარი მოთხოვნა იყო ამ შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, ანუ გიორგი რურუას გათავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური ფრაქციის და დამოუკიდებელი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეისათვის, არ არსებობს ალბათ, რისკი ამ გადაწყვეტილების ჩაგდებისა. ეს იქნებოდა წარმოუდგენლად დიდი ავანტიურა ბიძინა ივანიშვილისგან, თუკი ის გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამისათვის მას დასჭირდება დაახლოებით 20-25 საკუთარი დეპუტატისთვის დავალების მიცემა, რათა ისინი წავიდნენ წინააღმდეგ, რაც ძალიან რთული იქნება " , - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა