დავით ბაქრაძე - ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ კანონპროექტს არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით, თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს და არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მათ დღეს კენჭისყრაში მონაწილეობით პროპორციული საარჩევნო სისტემა გადაარჩინეს, თუმცა აღნიშნულ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერენ, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს და 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

„დღევანდელი განხილვებიდან და გამოსვლებიდან ჩანდა, რომ არსებობდა ძალიან მაღალი საფრთხე, პროცესები წასულიყო ნოემბრის სცენარით, როდესაც „ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხმები იყო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის. ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით მთლიანად 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს. ამიტომ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი დაიწყო და გაგრძელდა. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ ისინი 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებენ, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე, მესამე მოსმენით, თუ არა შედეგებზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნება“ იქნება“,-აცხადებს ბაქრაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია