რომან გოცირიძე - მივესალმებით პარლამენტის გადაწყვეტილებას, შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა - იმედს ვიქონიებ, რომ ორივე ნაწილი ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს, დავბრუნდეთ დარბაზში და მივცეთ ხმა

მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა. ახლა, დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას , - ამის შესახებ ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტიციო ცვლილების პირველი მოსმენით მხარდაჭერაზე განუცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც ბოლომდე შესრულდება 8 მარტის შეთანხმება" ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციური კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენის კენჭისყრაშიც მიიღებს მონაწილეობას.

"ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მიღებული იქნება საერთო სახალხო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას შემატებს საარჩევნო პროცესს და შემატებს მეტ ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიქონიებ, რომ შეთანხმების ორივე მხარე ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში და ხმა მივცეთ. ჩვენ ვიცავდით ჩვენს პრინციპებს, რომ მხოლოდ შეთანხმების მთლიანი შესრულება მოგცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიგვეღო კენჭისყრაში. ამავე დროს, პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას დღევანდელ კენჭისყრაში, რომლებმაც დააზღვიეს ერთგვარი რისკები და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არ მისცეს საშუალება, მოეტყუებინა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო: იმედს ვიტოვებთ, მალე შეთანხმება სრულფასოვნად იქნება შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს, დავბრუნდეთ დარბაზში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა