სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალუბანთან დაკავებული მწყემსი გათავისუფლებულია

სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მწყემსი გათავისუფლებულია და ის ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„65 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს და ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი დააკავეს. ახალუბნის მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ჯუმბერ ფსიტიძე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ორ თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა ორმა მწყემსმა კი გაქცევა შეძლო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი