მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან დაღუპულთა რაოდენობამ 470 703-ს მიაღწია, ვირუსისგან კი დღემდე 4 838 359 ადამიანი განიკურნა.

დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ და ბრაზილია ლიდერობენ. აშშ-ში კორონავირუსის 2 356 657 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 122 247 ადამიანი. დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა ბრაზალიაში, სადაც კოვიდ 19-ს 50 659 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა