თავდაცვის ძალები მსოფლიო ბრენდების ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება

თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ.

უწყების ცნობით, ამ ბრენდების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის ძალები.

მათივე თქმით, დღეს, ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა.

ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული MAN , იტალიური IVECO და ამერიკული FORD -ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

უწყების ცნობით, სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის. ახალი სპეცტექნიკის შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. ერთი და იმავე ბრენდის მწარმოებლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობა კი, შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაამარტივებს სპეცტექნიკის მართვას და ტექნიკურ მომსახურებას. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობები და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის სამინისტრომ 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების სპეცტექნიკა შეიძინა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა