საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას დაკავებულ მწყემსს, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

კლინიკა ,,გორმედში“, სადაც 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძეს Covid 19-ზე ტესტირებისთვის ნიმუში აუღეს, დღეს საღამოს აცნობეს, რომ ლუგარის ცენტრში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა.

ფსიტიძემ კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჯუმბერ ფსიტიძე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს. ქართველმა სამართალდამცავებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გათავისუფლებული მწყემსი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პროფილაქტიკის მიზნით Covid 19-ზე კვლევა ჩაუტარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს